მე არ ვიყავი ინაუგურაციაზე მიწვეული და რომც ვყოფილიყავი მიწვეული, მაინც არ მივიდოდი, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამაზე მეტად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიწვეული არ იყო დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე.

„უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე არ ვიყავი მიწვეული. ამის შემდეგ ვფიქრობ, უხერხულია ამ ხელისუფლებამ ისაუბროს ან დემოკრატიაზე ან მემკვიდრეობითობაზე, ან თავისუფალ სიტყვაზე და მის გამოხატვაზე“, განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტის ინაუგურაციას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, სანამ ქვეყანას არ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

„ინაუგურაციის ცერემონია იყო სამარცხვინო. ეს არ იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად კურთხევა. ჯერ ერთი, სამარცხვინო იყო იმის გამო, რომ ვერ გაბედეს დედაქალაში ინაუგურაციის ჩატარება და ამის გამო საგანგებოდ შეცვალეს კანონი. მე, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩამოვიდა, მაგრამ უმეტესობა არ იყო მაღალი რანგის სტუმარი. შეზღუდული უფლება-მოსილების პრეზიდენტი გვყავს თუ არა შეზღუდული, ის იყო ფორმალურად, მაგრამ მაინც საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი. უკრაინიდანაც კი, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამ ქვეყნიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ევროკავშირიდან ყველა ვინც ჩამოვიდა, იყო მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირი და არც ერთი მოქმედი. ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე, როგორც ამას „დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური იტყობინება.

318 0 Google +2

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow