შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ველისციხის დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო, ბრალდებულების წრე გაფართოვდეს.

როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი აბსურდია. მისი თქმით, დააკავებენ ყველა პირს, ვინც დანაშაულში იქნება ბრალდებული.

„წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. სისხლის სამართლის წესით ბატონი კირკიტაძე დაკავებულია. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას დაკავებულია. დაკავებულია ასევე ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმისთვის ორი პირი.

“საზოგადოებამ კარგად იხილა ბატონი კირკიტაძის ქმედებები, ახლა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება ამ ლოგიკით დავუდოთ პოლიტიკური სარჩული. სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“-ამბობს მეზვრიშვილი.

comments