ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.
მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას – “ეზოთერიკას”. ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.

ძალიან ცოტა დრო დარჩა ძაღლის წელის გასვლამდე და ყვითელი ღორის წელიც ალბათ უკვე გზაშია. მოდით, ვნახოთ რა პროგნოზს აკეთებენ ვარსკვლავები და როგორი ცხოვრება და გეგმები ექნებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ღორის წელში.
ვერძი

ასტროლოგი ვერძებს წარმატებულ წელს ჰპირდება. ზამთარში კარიერის სახლში დაბნელებას ელოდეთ, ამიტომ მოსალოდნელია თანამდებობრივი ზრდა არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროშიც. ზაფხულის შუა პერიოდში ოჯახურ საქმეებში ცვლილებები გელოდებათ.

ამ პერიოდში მოსალოდნელია სახლიდან გადასვლა, ქორწინება ან ორსულობა. 2019 წელს ურანი ვერძის ნიშანს დატოვებს, ამიტომ ეს წელი ინიციატივიანი და კრეატიული ვერძისთვის პროდუქტიული იქნება.

ბევრი თანხის გამომუშავების ახალ მეთოდს გამოიყენებს. მაგ., ინტერნეტიდან შემოსავლის მიღება. გაზაფხულზე პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ელოდეთ, სავარაუდოდ საპირისპირო სქესის ადამიანს გაიცნობთ და შეგიყვარდებათ.

კურო

კუროს იანვარსა და ზაფხულის დასაწყისში მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდებათ. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გადასვლას გეგმავს.

ზოგიერთ კუროს სასამართლო პროცესი ელოდება, რომლის საქმეც შეიძლება დროში გაიწელოს. ზოგადად, 2019 წელი ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის იქნება მშვიდი, ცვლილებები კი ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

16 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ვენერა კუროს ნიშანში იქნება, რაც მის პირად ცხოვრებასა და კარიერას მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ პერიოდში შემოსავლის გაზრდის შანსი გექნებათ, ზოგი კი ცხოვრების მეორე ნახევარს იპოვის. საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც დანაზოგების მომარაგება სურს.

ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპებს ახალ ნაცნობობას, სიყვარულს, დაოჯახებას და ბავშვებს უწინასწარმეტყველებენ. პლანეტა ყველა საქმის წარმატებულად დასრულებაში და დოკუმენტების იღბლიანად გაფორმებაში დაგეხმარებათ.

მატერიალური მდგომარეობა უფრო კარგი გახდება, მაგრამ სასწაულს არ ელოდო. ასტროლოგი ტყუპებს ურჩევს არა მხოლოდ იმუშაონ, არამედ ოჯახსა და დასვენებას უფრო მეტი დრო დაუთმონ. მათ, ვინც ამ რჩევას გაითვალისწინებს, მშვიდი წელი ექნებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის 2019 ცვლილებების წელი იქნება, რადგან ელოდებათ ახალი ნაცნობობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ცხოვრების ყველა მიმართულებით ცვლილებები არის მოსალოდნელი.

6 იანვარს ქორწინების და პარტნიორობის სექტორში დაბნელება მოხდება, რაც კირჩხიბს ახალ სიყვარულს უწინასწარმეტყველებს. 4 თებერვლიდან 2 მარტის პერიოდში ვენერა ურთიერთობის სახლში იქნება. ამ პერიოდში არა მხოლოდ ურთიერთობას დაიწყებთ, არამედ საქმიანი ნაცნობობაც გელოდებათ.

სამსახურის სახლში იუპიტერი 3 დეკემბერს იქნება. ამ დრომდე კირჩხიბს თამამად შეუძლია სამსახური ეძებოს, რადგან ძიების პროცესში წარმატების შანსი იზრდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია კარიერული ზრდა და ყოველთვიური დანაზოგის გაზრდა.

ლომი

ორწლიანი ნაცნობობის დაბნელება როგორც იქნა დასრულდა, ამიტომ 2019 წელი ლომისთვის საკმაოდ მშვიდი პერიოდი იქნება. 21 იანვარს ლომის ნიშანში დაბნელება არის მოსალოდნელი.

ამ პერიოდში ლომი ახალ ნაცნობს გაიცნობს, როგორ რომანტიული, ასევე საქმიანი კუთხით, ასევე სიყვარულს იპოვის. ჯანმრთელობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდება. ზოგიერთი ლომი მავნე ჩვევას თავს დააღწევს.

ექიმ ლომებს წარმატება ელოდებათ. ახალ ბინაში საცხოვრებლად გადასვლა ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება, ამიტომ ვინც გადასვლას გეგმავს, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ქალწული

ქალწულს მე-5 და მე-11 სახლებში დაბნელება ელოდება – შემოქმედების სახლებში, რაც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას გაზრდის.

21 იანვარს, მე-12 სახლში ბოლო დაბნელება მოხდება და სწორედ ამ დროიდან ქალწული ცვლილებისთვის უნდა მოემზადოს, როცა ყველა პრობლემა უკვე წარსულს იქნება ჩაბარებული. წლის განმავლობაში 3 მნიშვნელოვანია დაბნელება არის მოსალოდნელი, რომლებიც იანვარში, ივლისსა და დეკემბერში მოხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ქალწული ბევრად უფრო წარმატებული შეიძლება გახდეს. ახალი წამოწყება წარმატებული იქნება, კარიერული ზრდის შანსი, შემოსავალი გაიზრდება და შესაძლოა ახალი სიყვარულიც იპოვონ.

წლის განმავლობაში ასტროლოგი გირჩევთ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

2019 წელს მათ 5 დაბნელება ელოდებათ. 21 იანვარს მეგობრობის სახლში დაბნელება მოხდება, ამიტომ ურთიერთობის წლის შეცვლა და ახალი ნაცნობობა არის მოსალოდნელი. 2 ივლისს დაბნელება სამსახურში ცვლილებებს გპირდებათ.

შესაძლოა, ხელფასი მოგიმატონ. ზოგიერთი სასწორი თავის სიყვარულს იპოვის ან დაქორწინდება.

უფრო სავარაუდოდ, რომ სასწორს ცალკე გადასვლის და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შანსი მიეცეს.

მორიელი

21 იანვარს ამ ნიშნის წარმომადგენელს უკანასკნელი დაბნელება ელოდება, რაც მათ სამსახურზე გავლენას მოახდენს.

მოსალოდნელია თანამდეობრივი დაწინაურება, სამსახურის შეცვლა, საკუთარი საქმის დაწყება. წლის განმავლობაში ზოგიერთ მორიელს გადასვლა და ადგილის შეცვლა ელოდება.

საზღვარგარეთ მეგობრის გაჩენის შანსი გაგიჩნდებათ, რომელიც თქვენი საქმიანი და რომანტიული ურთიერთობის დასაწყისი გახდება.

ასტროლოგი მორიელს ურჩევს გარისკოს – ასე ისეთ წარმატებას მიაღწევენ, როგორზეც ოცნებობენ!

მშვილდოსანი

3 დეკემბრამდე იუპიტერი მშვილდოსნის ნიშანში იქნება, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელს წარმატებული წელი ელოდება. მშვილდოსანს ელოდება წარმატება, ახალი ცოდნის მიღება, კარიერული ზრდა და პოპულარულობაც კი!

მარტოხელა მშვილდოსანი შეყვარებას შეძლებს და მოსალოდნელია ქორწილი, ხოლო ოჯახის მქონე მშვილდოსანს შვილის ყოლას ჰპირდებიან. ასევე ასტროლოგი გირჩევთ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ.

3 დეკემბერს იუპიტერი ფინანსების სექტორში გადავა, რაც მშვილდოსანს უფრო მეტი ფულის გამომუშავებას და გამდიდრებას ჰპირდება.

თხის რქა

2019 წელს ოთხი დაბნელება მოხდება, რომლებიც თხის რქის ცხოვრების ყველა სფეროზე გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია შემთხვევები, რომელთა დავიწყებაც გაგიჭირდებათ, ახალი სიყვარული და ბავშვებიც კი. 21 იანვარს ფულის სახლში დაბნელება მოხდება.

მოსალოდნელია მემკვიდრეობის მიღება, დამატებით სახსრების გამომუშავება. 6 იანვარს, 2 ივლისს, 16 ივლისს და 26 დეკემბერს მოხდება დაბნელება, რომლებიც პირად ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ამ თვეებში თხის რქა დაოჯახების შემოთავაზებას მიიღებს ან ბოლოს და ბოლოს ცხოვრების მეორე ნახევარს იპოვის. 2019 წელს ასტროლოგი თხის რქას ურჩევს კვების რაციონის მიმართ ყურადღებით იყოს, რადგან მავნე საკვები ჯანმრთელობის პრობლემაზე ცუდ გავლენას მოახდენს.

მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის 21 იანვარს ყველაზე მნიშვნელოვანი დაბნელება არის მოსალოდნელი. ის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას გპირდებათ. 2 ივლისს სამსახურის და ჯანმრთელობის სფეროში დაბნელება გელოდებათ.

ის საქმიანობის სფეროს ან პროფესიის შეცვლის, კარიერული ზრდის შანს, სამსახურის ადგილის შეცვლის შესაძლებლობას მოგცემთ. ბევრი მერწყული საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაიწყებს, მავნე ჩვევებზე უარს იტყვის და სპორტით დაკავდება.

2019 წელს თქვენ უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ, ვიდრე 2018 წელს. წლის პერიოდში მოსალოდნელია შვებულება, ხანგრძლივი მოგზაურობა, უცხოელების გაცნობა.

თევზები

თევზები როგორც იქნა კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოახერხებენ, რადგან 2019 წელს მნიშვნელოვანი დაბნელება სწორედ რომ სოციალური ურთიერთობის სახლში მოხდება. მათ ახალი ცოდნის მიღების ბევრი შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

იუპიტერი კარიერის და წარმატების სექტორში იქნება. თევზებს ცხოვრების შეცვლის შანსი ექნებათ და როგორც იქნა იმ საქმიანობით დაკავდებიან, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობენ.

ურანი მესამე სახლში გადავა, ამიტომ ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ხანგრძლივი მოგზაურობა, შემოქმედებითი წარმატება, უცხოელებთან ახალი ნაცნობობა ელოდებათ.

2019 წელს ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას სიმშვიდე და ახალი მწვერვალების დაპყრობა ელოდებათ! თქვენ მისთვის მზად ხართ?

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow