გენერალურ პროკურატურაში ,,პრაიმტაიმს” დაუდასტურეს ინფორმაცია,რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია დოკუმენტაცია.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე კი, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია,რომ პროკურატურამ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე რამდენიმე პირი დაიბარა.

თუმცა, მაშინ, ,,პრაიმტაიმს” ,,თიბისი ბანკში” ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

პრაიმტაიმი

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow