კახეთში, კაჭრეთის „ამბასადორში“ მმართველი გუნდის დახურული შეხვედრა მიმიდნარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებიან. როგორც ცნობილია შეხვედრაზე არ არის გედევან ფოფხაძე.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, განხილვის მთავარი თემა სამომავლო გეგმებია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ განხილვა ეკა ბესელიას საკითხს უკავშირდება. შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს:

“ტარდება სემინარი, შეხვედრა. როგორც იცით, ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტებიც იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. არის გარკვეული კონკრეტული თემებიც. ძირითადად არის კოორდინაციის და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ეს არის დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სემინარი ამ კოორდინაციის გააუმჯობესებს. საერთოდ არ ყოფილა ის ამბები რაც უმრავლესობაში არის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ეს სემინარი იგეგმებოდა. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს თემა შემიძლია დაზუსტებით გითხრათ. კონკრეტული სია იმ გადაწყვეტილებასთან, რაც მაგალითად მიიღო ფრაქციამ რამდენიმე დღის წინ არაფერ შუაში არ არის. აქ იყო გუნდურობის პრინციპზე საუბარი და აქ იყო რეგლამენტის წესების დარღვევაზე საუბარი. რაც შეეხება ცალკე თემას მოსამართლეების ჩვენ ვთქვით რომ პარლამენტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვა არ იქნებოდა სწორი და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შიდა კამათი არ შეხებია კონკრეტულ პერსონებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

comments