ეკა ბესელიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე მსჯელობისთვის არა მხოლოდ უმრავლესობის წევრებთან, არამედ, სამოქალაქო საზოგადოებასთანაც გაიმართება შეხვედრები. ამის მსურველი კი – ბევრია.

“დავიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. ეს არის პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, იყვნენ თანამოაზრე ამ პროცესში. ასეთი შეხვედრების დაგეგმვას ვაპირებთ შემდეგ კვირაში.

ასევე, ვფიქრობ, მომდევნო კვირაში შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება ჩვენს კოლეგებთან შეხვედრას ყოველგვარი წინასწარი პროცედურის გარეშე. ჩვენ კოლეგებს შევეხმიანებით და შეკრების ორგანიზებას გავაკეთებთ”, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრების გამართვას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow