„საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდის „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მამულიშვილური ღვაწლის შესახებ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში 700-ზე მეტი ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა/რესტავრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პარკის დაარსების, შეკვეთილში საკონცერტო დარბაზი: „ბლექ სი არენასა“ და ელიას გორაზე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის, რაგბის განვითარებისათვის სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა, „ხელოვნების საერთაშორისო საბჭო – საქართველოს“ პრეზიდენტის ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ ეცნობა ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს სამდივნოს პარიზში“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ხელოვნების საერთაშორისო საბჭო – საქართველო“ ავრცელებს.

„2019 წლის 7 იანვარს, პარიზის სამდივნოს გადაწყვეტილებით, მეცენატი ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს (MEMBER HONOR) – „საპატიო წევრად“ მიიღეს და მისი სარეგისტრაციო N18367.

საპატიო წევრობის დამადასტურებელი მოწმობებისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემას მეცენატ ბიძინა ივანიშვილისადმი, აგრეთვე, საქართველოს კაოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს, ელდარ შენგელაის, რობერტ სტურუას, ელგუჯა მეძმარიაშვილის, ომარ მხეიძისა და სხვების, ხელოვნების საერთაშორისო საბჭო საქართველოში გეგმავს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – საზეიმო ვითარებაში, „ხელოვნების საერთაშორისო საბჭო – არგენტინის“ პრეზიდენტის ბარბარა ტომპსონ ვიუს მიერ, რომელიც საქარ:თველოში ჩამოდის 2019 წლის იანვრის მეორე ნახევარში“.
წყაროhttp://reportiori.ge

comments
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflakeWordpress balloons powered by nksnow