სასამართლომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ  ყაჩაღობა, პოლიციელზე თავდასხმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსელაძეა, ხოლო მეორე პირი, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კახა გამ­ხუ­აშ­ვი­ლი.

 

comments