აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან “პრინცესად” მუშაობა უწევს. ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: “შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა”.

ლამაზი, გონიერი, მშვიდი და საოცრად თავმდაბალი – ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის – “ბაგრატიონი”, მთავარი წარმომადგენელი –

ბატონიშვილი ანა.

comments