„თქვენ რა გგონიათ, მე მოძალადე ვარ და დათუნაშვილი განტევების ვაცია? არსებობს კადრები, არსებობს მოწმეები, ის მოწმეები დაიკითხებიან და გამოიტანენ განაჩენს,“ – ეს განცხადება, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ბოდიში ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილსაც აქვს მოსახდელი.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მასთან დაპირისპირებულ სპორტსმენს საპასუხო ბრალდებები წაუყენა და თქვა, რომ დათუნაშვილს წასვლა დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

გეგა გეგეშიძე ტატამიდან ჩამოსულ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში ფიზიკურად გაუსწორდა. ვიდეოკადრები „შაბათის კურიერში“ გასაჯაროვდა.

საქმეზე დღეს წინასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარემ მტკიცებულებები წარადგინა. ორივე მხარის მტკიცებულებები სასამართლო დასაშვებად ცნო. 20 მარტს არსებით განხილვაზე სხდომა ჩაინიშნა.

 

comments