პენიტენციურ სისტემაში წვევამდელებს აღარ გაიწვევენ. დაგეგმილია სისტემის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლა. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდნენ, სადაც მათ პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წესების რეფორმაზე იმსჯელეს. აუდიენცია N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

ირაკლი სესიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ორი ახალი ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს. მისი განმარტებით, ის სტუდენტები, რომლებიც ნებაყოფლობით იმსახურებენ შსს-ს დაცვის პოლიციაში და მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, მათ ეს ჩაეთვლებათ სამხედრო სავალდებულო სამსახურად. ასევე წვევამდელები, რომლებიც რელიგიური შეხედულების ან აღმსარებლობის მოტივით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე უარს აცხადებენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ალტერნატიული შრომითი კანონით და იმსახურონ შესაბამის ალტერნატიულ სამსახურში

comments