ეს საუცხოო სასახლე, ამერიკაში, კერძოდ, ლონგ-აილენდში მდებარეობს. ის 1928 წელს 32 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე აშენდა და აბსოლუტურად ყველა სახის აღჭურვილობა გააჩნია, რასაც ფეშენებელური, თანამედროვე, ძვირადღირებული და კომფორტული სახლი გულისხმობს.

ეს მამული საქართველოდან ემიგრირებული თემურ სეფიაშვილის, იგივე ტამირ საპირის საკუთრება გახლდათ. ქონება მან ნიუ იორკის ბირჟაზე დააგროვა. ამერიკაში ახალჩასული ტამირი, თავდაპირველად, ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მალე საკუთარი ელექტრო-მაღაზია გახსნა. მაღაზია, ძირითადად, რუს ემგრანტებზე იყო გათვლილი.

მოგვიანებით, ელექტროსაქონლით ნავთობ კომპანიებს ამარაგებდა, გამომუშავებულ თანხას უძრავ ქონებაში აბანდებდა და ძალიან მალე მილიარდერი გახდა.

თემურ სეფიაშვილი 2014 წელს გარდაიცვალა. სახლის დღევანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მამული 2015 წელს 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

comments