თბილისში ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება. ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

comments