საქართველოს ყოფილი პირველი ლედი საანდრა რულოვსი საარჩევნო მარათონში ერთვება და ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს იყრის.

“ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, რომ ზუგდიდი იყოს პატარა კუნძული, სადაც შეიძლება დაიწყოს ცვლილებები. მსურს, რომ ამ ხალხზე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზურნვა”, – ამის შესახებ სანდრა რულოვსმა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე გუნდში სხვა კანდიდატებიც განიხილებოდა. მათ შორის იყო ნიკა მელიაც. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კანდიდატის საკითხი ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილების თემაც გახდა.

ზუგდიდის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ნიკა მელიასა და გია ბარამიძეს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რის გამოც პოლიტსაბჭოს სხდომა 14 მარტის ნაცვლად 18 მარტს გაიმართა.

საჯაროდ კი ნიკა მელია სანდრა რულოვსის დასახელებას მიესალმა.

Read more at https://www.primetime.ge/news/1553254821-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1#QZ3QcZHKpUM0r9gp.99

comments