კრიმინალური გარჩევის შემდეგ მამაკაცმა პოლიციის შენობაში თავის მოკვლა სცადა –  “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ახალგაზრდა დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში შევარდა და თვითმკვლელობა სცადა.

კრიმინალური გარჩევა გუშინ ბათუმში ცენტრალურ პარკთან მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდა ბათუმის მედცენტრში, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ბრალდებულს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118- ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

comments