შეგიმჩნევიათ, რომ მატარებლები გოცირიძისა და დიდუბის სადგურებს შორის სხვა მონაკვეთებთან შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობენ?

განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც მგზავრთა ნაკადი დიდია, „გოცირიძის“ ხიდის მონაკვეთზე ორი მატარებელი ერთდროულად გავლას ერიდება.

მემანქანეები ხშირად ბაქანზე შესვლამდე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი შემადგენლობის გავლას ელოდებიან.

სიფრთხილეს და სიჩქარის შემცირებას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.

ხიდი, რომელზეც მატარებლები მოძრაობენ დაზიანებულია.

ბეტონის კონსტრუქციის სექციებს შორის რამდენიმე სანტიმეტრის სიგანის ნაპრალები შეუიარაღებელი თავალითაც ცხადად ჩანს.

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით კონსტრუქციის გადახრა დაახლოებით 8 სანტიმეტრია.

ხიდის ერთ-ერთი საყრდენის ქვეშ დეფორმაცია ადვილად აღქმადია.

ზედხედიდან შესამჩნევია, რომ სწორედ იმ მონაკვეთზე სადაც სექციებს შორის ნაპრალებია კონსტრუქცია სწორხაზოვანი არ არის.

დეფორმაციაზე მიანიშნებს ბაქანთან დამონტაჟებული შუქნიშნებიც. ორივე კიდესთან ბოძები გადახრილია. ასიმეტრიაა სხვა ბოძებთან, რომლებიც ვერტიკალურად არის დადგმული.

სადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მას შემდეგ რეაბილიტაცია არ მომხდარა.

ამ ხიდზე მატარებლით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადაადგილდება. შემადგენლობებში ოთხი ვაგონია. პიკის საათებში თითო ვაგონში დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფება.

თბილისის მერიაში მეტროსადგურ „გოცირიძე“-ს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის 1 ნოემბერს განაცხადეს. პროექტისთვის 2,045 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

მიმდინარე წლის 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კალაძე აცხადებდა, რომ პროცესი უარყოფითი შედეგით დასრულდა და რეაბილიტაციის ტენდერის ჩავარდნის გამო ის ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო.

⭕Video: საფრთხე მეტროში – დაზიანებული ხიდი სადგურ გოცირიძესთან

⭕Video: საფრთხე მეტროში – დაზიანებული ხიდი სადგურ გოცირიძესთან🎥 ავტორი: ბექა პატურაშვილი

Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019

comments