76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.

2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.

„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, – განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი “ქართუს” სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო – დამამუშავებელი მრეწველობა
  • შპს მაგთიკომი – კავშირგაბმულობა
  • BP ჯგუფი – ტრანსპორტი
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია – ენერგეტიკა
  • სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამამუშავებელი მრეწველობა
  • შპს აჭარისწყალი ჯორჯია – ენერგეტიკა
  • ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი – მშენებლობა
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – სასტუმროები
  • სს ნენსკრა ჰიდრო – ენერგეტიკა

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

წყარო: bpn.ge

comments