რა ქონებას ფლობენ ქართველი ტელეწამყვანები? მდიდარი და მშვენიერი ქალბატონების ტოპ-ხუთეული – ისინი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ პროფესიული წარმატებით, მოდური ჩაცმულობითა და გარეგნობით იქცევენ, არამედ მათი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოა.
ჩვენს საზოგადოებას ხომ მათთან ერთად მათი ფინანსური შესაძლებლობებიც აინტერესებს. „რეიტინგიც“ ჩაიჭყიტა მათ საფულეებში და ასე შეადგინა ცნობილი და მდიდარი ტელეწამყვანების ტოპ-ხუთეული.

1. მარიამ ვაშაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვების „მოამბეს“ წამყვანია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი ადგილი მარიამმა დაისაკუთრა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი მეუღლე ვანიკო ბენიძე წლების ითვლებოდა.

კუდ-ის ყოფილი შეფის, დათა ახალაიას ცოლისძმა და ცნობილი ბიზნესმენის, როგორც პრესაში მოიხსენიებენ, ბენზინის მაგნატის, დავით ბენიძის შვილია. წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. როგორც მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ვანიკოსთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და თავადაც არ იცის, ეს ურთიერთობა სიყვარულში როგორ გადაიზარდა. მათი ურთიერთობა კი ქორწინებით დასრულდა.

Rating

2. ნინუცა ორჯონიკიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ნაშუადღევის“ წამყვანია. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია.

Rating

სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ცნობილი, ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი King David-ია.

Rating
Rating

3. ნინო ნადირაძე კუზანოვას ოჯახი შეიძლება ამ სიაში შედარებით მოკრძალებულ კაპიტალს ფლობდეს, მაგრამ მათ სახელს უკავშირდება Kuzanov Clinic-ის ქსელი, რომელიც ესთეტიკურ მედიცინას ემსახურება.

Rating

რა კაპიტალის მფლობელია ოჯახი, ამის შესახებ პრესაში არასდროს მიუთითებიათ, თუმცა, ოჯახის წევრების ხელგაშლილი ცხოვრება მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესებს არ ღალატობს.

Rating

ოჯახური ბიზნესის გარდა, ნინო პროფესიით კარდიოლოგია და კლინიკა „ვივამედს“ ხელმძღვანელობს.
ნინო გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანია.

4. „რუსთავი 2“-ის გადაცემის „შუა დღის“ წამყვანის, გვანცა დარასელიას მეუღლე ცნობილი მორაგბე და ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ირაკლი კოდუასა და გიგი უგულავას მეგობრად ითვლებოდა, მოულოდნელად, საზოგადოებას ირაკლი ალასანიასთან „თავისუფალ დემოკრატებში“ მოევლინა.

Rating

რა ბიზნესს ფლობს ბატონი ვახო, პრესის წარმომადგენლებისთვის უცნობია. თუმცა, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას თავის დროზე გაკეთებული განცხადებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი, როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე სეროზული კაპიტალს ფლობდა.

Rating

5. არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, დიანა ჯოჯუას ფინანსები. გარდა იმისა, რომ თავად წამყვანს, როგორც ამბობენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვს, მისი მეუღლეა ბიზნესმენი ნიკა რამიშვილი. ბატონი ნიკა 2013 წელს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

Rating

სანამ კერძო სექტორში გადავიდოდა, მანამდე სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. როგორც პრესაში იუწყებიან, ამასობაში წყვილმა საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა, რომელზე ინფორმაციაც ხელმისაწვდომი არ არის.

Rating
რეიტინგი
ქეთი თავაძე

-0:18

განმავლობაში ყველაზე მდიდარ და სასურველ სასიძოდ

comments