მალტაში, კერძოდ ქალაქ ბირზებუჯაში, სროლა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის პირია.

დაშავებულები მატერ დეის (Mater Dei Hospital) საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი. ერთ-ერთ დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ინციდენტი მალტაში გუშინ ღამით 11 საათზე მოხდა. სროლის სამიზნეები სამუშაოდ ჩასული ემიგრანტები აღმოჩნდნენ. თავდამსხმელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მისი მოტივი ჯერ უცნობია.

დაღუპულისა და დაშავებულების ვინაობა ჯერ უცნობია.

 

comments