ბიძინა ივანიშვილის სახელს თითქმის ყველგან გაიგებთ, არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება ქველმოქმედებას, მოსამართლეების დანიშვნას, არაფორმალურ მმართველობასა თუ პანამის ქაღალდების სკანდალს. თანამედროვე საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმდიდრესი ადამიანის ჩრდილის დანახვა პრაქტიკულად ყველა აქტუალური საკითხის უკან შეიძლება. თუმცა საჯარო და პოლიტიკურ საქმიანობამდე ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი იყო და შესაბამისად Forbes-მა მისი საქმიანობის შეფასება უფრო ადრე, შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსით დაიწყო.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 365-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილის ქონება შარშანდელთან შედარებით $300 მილიონით არის გაზრდილი. პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული ბუნდოვანებებისგან განსხვავებით ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესსაქმიანობა მიმდინარე წელს პოზიტიურად დაიწყო.

comments