საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა ხულოს წმ. აბუსერიძე ტბელის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსელი სტუდენტი იმედა გურგუნაევი (ზურაბიშვილი) – განცხადება ამის შესახებ “საპატრიარქოს უწყებანში” გამოქვეყნდა.

20 წლის იმედა გურგუნაევი (ზურაბიშვილი) მართლმადიდებელი ინგილო ქართველი იყო ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალიდან.

“მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული იმედა“ – წერს „საპატრიარქოს უწყებანი“).

ცნობისთვის: 20 წლის ინგილო ქართველი სტუდენტი, იმედა გურგენაევი 25 მარტს ორთაჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

www.primetime.ge/

comments