ქურდობის მორიგი შემთხვევა – თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ავტომობილი გატეხეს.

როგორც დაზარალებულმა რუსთავი2-ს განუცხადა, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დაზარალებულის თქმით, გურამიშვილის გამზირზე ბოლო დღეებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

comments