როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოწევა ბევრი ვიტამინის დეფიციტის პროვოცირებას ახდენს, შესაბამისად ამ ვიტამინების უკმარისობის აღმოფხვრა მწეველებს თამბაქოზე უარის თქმას უადვილებს. ეს უპირველესად შეეხება C ვიტამინს (ასკორბინის მჟავას), რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია, ის აქტიურად ებრძვის მოწევით გამოწვეულ ჟანგვით სტრესს ორგანიზმში, გამოჰყავს ორგანიზმიდან ნიკოტინის დაშლის პროდუქტები და არომატული ნახშირწყლების ნარჩენები (რომლებიც წვისა და კვამლის პროდუქტებია რეალურად).

თავის მხრივ E ვიტამინი განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ისევე როგორც B ჯგუფის ვიტამინები. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოფილი მწველებისათვის, რომლებსაც მოხსნის სინდრომი ტანჯავთ. E ვიტამინი ანტიოქსიდანტური თვისებების დახმარებით იცავს უჯრედებს ტოქსინების ზემოქმედებისგან აფერხებს კანცეროგენული პროცესების გაღვივებას.

ჩამოთვლილი ვიტამინების გარდა მწეველებისათვის მეტად მნიშვნელოვანია შენაერთი L-თეანინი, რომელიც აუმჯობესებს ნერვულ იმპულსთა გადაცემას ნეირონებს შორის. ის ხელს უწყობს დოფამინის გამომუშავებას, ამაღლებს გუნება-განწყობას და ზრდის სტრესისადმი გამძლეობას. მას უხვად შეიცავს მწვანე ჩაი და მისი ექსტრაქტი (გამონაწვლილი).

comments