,,დღევანდელმა “კვირის აქცენტებმა” დამარწმუნა,რომ ნაცებს უკვე გამზადებული აქვთ სიები თუ ვინ უნდა დაიჭირონ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში !!! მერე ნახეთ თქვენ ცოცხები და ხელკეტები !!! გვარამია ჭკვიანია და ფარავს რევანშის წყურვილს,დანარჩენები ვერ იკავებენ თავს და უკვე ფანტაზიებში მიდიან თუ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ აწამონ !!! არა ამათი გამოსწორება არ იქნება !!! ტიპები სისხლზე დაგეშილი აფთრებივით არიან,სულმოუთქმელები ელოდებიან თუ როდის შეგვყრიან ნახევარ საქართველოს გლდანის ციხის კარანტინში,როგორ დაგვიყენებენ ციხეების უფროსად გამწარებულ და ნაციხარ ბაჩო ახალაიას !!! ვერ ფარავენ ნამდვილ ზრახვებს,უნდათ მაგრამ ჩვენი სისხლის წყურვილი იმდენად დიდია,რომ თავს ვერ იკავებენ !!! ჭკვიანი და მოქნილი კაცია ბიძინა,იცის თუ ვინ უნდა ყავდეს ნომერ პირველ მტრად,იცის რაც არ უნდა გააფუჭოს მისმა მთავრობამ-სისხლსმოწყურებულ ნაცებს მაინც მას ამჯობინებს ხალხი !!! იცის და სარგებლობს ამითი.ამიტომ არის არხეინად მთელი ოცნება.პარადოქსია მაგრამ ბიძინას განადგურების მოსურნე ნაცები,ოცნების ხელისუფლების ერთადერთი გადამრჩენელი და მყარი საფუძველია !!! იარსებებენ ნაცები-იარსებებენ ქოცები,არ იქნებიან ნაცები-არ იქნებიან ქოცები !!! ეს სპექტაკლი ჯერ კიდევ 90-იან წლებში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი,როდესაც დსპირისპირებული შევარდნაძე-აბაშიძე ერთმანეთს ასაზრდოებდნენ !!! ერთადერთი გამოსავალი ახალი ეროვნული ძალაა,მაგრამ ამისი არც ენთუზიაზმი,არც ფული და არც ინფრასტრუქტურა არავის აქვს !!! ესეც იცის ბიძინამ და ამიტომ არის არხეინად !!! ესაა პატივცემულებო სრული რეალობა-თუ არადა საკუთარ თავს დაუსვით კითხვა-სხვა არჩევანი რომ არ იყოს,ამ ორიდან რა ჯობია-სისხლმოწყურებული,რევანშისტი ახალაიებუს,მეგის ქარდავების,მასტერების,2 გვამის მოყვარული ვანოს დაბრუნება თუ ეს ჭაობში მყოფი ოცნება ??? 80% ამ ორში ოცნებას და ჭაობს არჩევს,ვიდრე სისხლის გუბეებს და გლდანის ციხეს !!! ამიტომ ვართ და ვრჩებით ოცნების ჭაობში !!!”

წერს:სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში 

comments