ნათია თურნავა, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, აქამდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

ვინ არის  ახალი ეკონომიკის მინისტრი და რა სამუშაო გამოცდილება აქვს.

ნათია თურნავა  მოსკოვში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს; გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას.

მუშაობდა:

1994-1996წწ. საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი;

1996-2000წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე;

2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2013-2018წწ.  “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

2018 – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

 

 

comments