“აგერ, ახლახანს, ტერენტი გრანელის გამო რო შეიბნენ ვეფხი და მოყმე ბათუმის საკრებულოში კი გემახსოვრებათ.
თქვენა კიდე ამბობთ, რა სარგებლობა მოაქვსო ნაცს და ქოცს.
რამდენმა გაიგო ამ ამბის შემდეგ, თუ ვინ იყო ტერენტი, იმდენი ტკიცინა ასდოლარიანი მე და თქვენ.
დარწმუნებული ვარ, არც ასეთი პოეტი, თალაკვაძე, ეცოდინებოდა ვინმეს, სანამ არ გაალუჩდებოდა.
და კობახიძე? ასეთი პროზაიკოსი გაგიგიათ?
სირცხვილი თქვენი და ჩემიც..
“ნაწარმოები “დაბრუნება ტერანუოვაში” მაშინ დავწერე, როცა გერმანიაში სტუდენტი ვიყავი, დღეს კი სამწუხაროდ, ლიტერატურული მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება”.
ხო, აბა? არა აქვს კლასიკოსობის დრო და რა ქნას.?
ვის და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. დიახ , მის კალამს ეკუთვნის, როგორც თვით ავტორი აღნიშნავს, ეს ზღაპარი დიდებისათვის “დაბრუნება ტერანუოვაში”.
და აი, ახლა ყურადღება – ციტატა ამ მეზღაპრის ნაწარმოებიდან.
“ყოველთვის მოიძებნება მფრინავი ბუშტი, რომელიც აგაფრენს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქვემოდან ერთ პატარა ჭრელ თუთიყუშად ან, იქნებ, პატარა მფრინავ ბადრიჯნად ან რაღაც მსგავს სისულელედ გამოჩნდები და საიდანაც უკვე ცხადად დაინახავ ჯადოსნურ ედელვაისს – ბრწყინვალე ყვავილს, რომელიც თითოეული ჩვენგანის სულშია”
ხომ ყურადღებით წაიკითხეთ?
ეს მართლა ბუშტი, ეს..ეს მართლა ბადრიჯანი ეს, ეს მართლა თუთიყუში ეს..
აი, თურმე რა ნაწარმოებს ეფუძნება ახალი კონსტიტუცია” – წერს “კანუდოსის თეატრის” დირექტორი გუჯა შვანგირაძე.

წყარო:progressnews.ge/

comments