მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე მივა ხვალ, 10 მაისს, 15:00 საათზე. გამოუცხადებლობის მისი ადვოკატების დროის ერთდროულად ვერ დამთხვევაა. პირადად მე პროცესი მაქვს საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე, რის შემდგომაც შევძლებ მის გაყოლას.

დღევანდელი მონაცემებით, მე არ მინახავს საქმის მასალები, არ მომისმენია ჩანაწერისთვის, არ შემოწმებულა მისი ავთენტურობა, უწყვეტობა და თარგმნის სიზუსტე, შესაბამისად ვერანაირ შეფასებას წინასწარ ვერ გავაკეთებ. მე გავაკეთე კომენტარი დაკითხვიდან გამოსვლისთანავე, რომ ის, რაც ვნახე და დასკვნა გამოვიტანე კითხვებიდან, დაკავების საფუძველი მხოლოდ ამ საფუძვლით არ არსებობს. რაც შეეხება ჩანაწერის მორალურ და ემოციურ მხარეს, ცხადია, თუ ჩავთვლით, რომ ჩანაწერი ნამდვილია, ცალსახად მიუღებელი და მძიმეა შინაარსი და დასადგენია მისი რეალურობა. დღევანდელი მდგომარეობიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩანაწერის თარიღიდან გასულია გონივრული ვადა, რა დროსაც შესაძლებელი იყო მალხაზის მიერ ქმედების სისრულეში მოყვანა. კრიტიკულად ვაფასებ წინასწარ ტერორიზმის მუხლზე აპელირებას, იმ შესაძლო განზრახვის ან ქმედების ფარგლებში, სადაც იარაღი იდეაში არ არსებობს, განზრახვის რეალურობაც კი დაუზუსტებელია და ა.შ. ამ კრიტიკულ მომენტშიც იკვეთება ხელისუფლების მიზანმიმართული ტონი მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ, ტერორიზმთან კავშირის და განზრახვის ღია ბრალდებისა.

აქვე მინდა მივმართო ყველა იმ პირს, ვინც სხვადასხვა მიზნებით ერევა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეში, ცდილობს სხვადასხვა ფორმით მისთვის ინფორმაციების მიწოდებას და მის წაქეზებას, ყველა მათგანიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენს მიერ ჯერ კიდევ ადრე და ეს პერმანენტულად მიმდინარეობდა, რომ მალხაზს მიაწოდეს სახელი და გვარი პირების, რომელნიც მათი ცნობით იყვნენ მკვლელები და დამგეგმავები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა, ყველა ამ შეტყობინების ავტორით უნდა დაინტერესდეს, აგრეთვე, გამოძიება. ვინც სარგებლობს მალხაზის ემოციურობით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით და აწვდის ინფორმაციას თუ ესაა მკვლელი და ის, ყველამ პასუხი უნდა აგოს პასუხი კანონით დადგენილი წესით! მე ადვოკატი ვარ და ჯერ კიდევ უცნობია ჩემთვის, თუ უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას იმ დღეს, ვინ იყო ჩასული სოფელ დუისში და ვინ განახორციელა სროლა, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია და ფარულად აქეზებს მალხაზს, იგი არის პოტენციური დამნაშავე!

აქვე მოვითხოვ, შეწყვიტოს საუბარი ჩემზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, იგი ავრცელებს ინფორმაციას ჩემს არასანდოობის შესახებ და ეწევა აგიტაციას, თითქოს მე ვარ სუს-ის აგენტი! შეწყვიტეთ ხალხის დაშინება, დაშანტაჟება და ამ ტონით ვისზეც გაგიხარდებათ დეზონფორმაციის გავრცელება. მე არ გაპატიებთ ჩემზე მძიმე და საზიზღარი ბრალდებების გავრცელებას და ნება იბოძეთ და წარმოადგინეთ მტკიცებულებები! კლიენტი მენდობა მე თუ არა, ეს ჩემი კლიენტის გადასაწყვეტია და არა თქვენი! კანონებს კი ნუ მასწავლით, თუ რატომ ვერ დაიკითხება მაჩალიკაშვილი მაგისტრატი მოსამართლის მიერ, რატომ ვერ დავაყენე შუამდგომლობა, იქნებ სთხოვოთ თქვენთვის სანდო იურისტებს და აგიხსნიან! მაშ ასე, ველოდები საზიზღარ სტატიებს თქვენს გაზეთში ჩემს წინააღმდეგ, ესეც არ გაგიჭირდებათ! მალხაზ მაჩალიკაშვილისგან ხელი შორს ყველამ, ვინც აქეზებს და ამ კაცს გონება აურია, გააგულიანა და აძლევს გარანტიებს მისი უსაფრთხოების შესახებ! მალხაზი არ არის ჩამდენი და განმახორციელებელი არანაირი მკვლელობის და ტერორისტული აქტის, ცალსახად გამოვრიცხავ მისი განზრახვას იოსებ გოგაშვილის ოჯახის მოკვლის შესახებ!!!! ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს ვიწრო სუბიექტურ ჩარჩოებში, სარგებლობს კავკასიელ – მთიელთა ჯერ კიდევ მოქმედი სისხლის აღების ადათის წესის მანიპულირებით, იყენებს მალხაზის უმძიმეს ემოციურ და გონებაარეულ მდგომარეობას და განზრახ აქეზებს მას შურისძიებისკენ, აწვდის ინფორმაციას მიზნის სისრულეში მოსაყვანად, რაც საბოლოო ჯამში, მალხაზის მიერ მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება და მისი კავკასიური ბუნება, მისი შინაგანი ადამიანობა, ამ უკანასკნელის გაკეთებას ვერ და არ აძლებინებს! ეს ძალიან კარგად იცის ყველამ დ თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იციან, რომ მალხაზი არაფრის რეალურად ჩამდენი არაა და სწორედ ამიტომ იგი ვერ დააკავეს ქმედების განხორციელების მცდელობის დროს.

წერს: ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში

comments