თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. ნახევარფინალური შოუ ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათი) დაიწყება.ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ პირველ ნახევარფინალში დღეს მე-11 ნომრად წარდგება. ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

alia.ge

comments