გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, “ქართული ოცნების” პროვოკატორები დღეს თავს დაესხნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ტვ “ოდიშს” ინტერვიუს აძლევდა.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები აგრესიულები იყვნენ, იგინებოდნენ და ისინი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მამაკაცმა კამერის წართმევაც სცადა.

ეს არის ფოტო მასალა შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მომხდარს ასახავს.

comments