ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩაქვის დასახლებაში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

alia.ge

comments