ხელისუფლებამ 2018 წელს სახელმწიფო მოსამსახურეთა ხელფასებში 3 მილიარდი დახარჯა. ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის მონაცემს 1 მილიარდით აჭარბებს. დეპუტატის თქმით, გაზრდილ ოფიციალურ მონაცემებში არ შედის სახელმწიფო სიპებსა დ აიპებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები, რაც ბიუჯეტიდან დამატებით გახარჯული ასეულობით მილიონია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბრიფინგზე განმარტა ისიც, რომ გაზრდილი შრომის ანაზღაურების ფონდის უმეტესი ნაწილი სამინისტროებსა და სამთავრობო სტრუქტურებზე მოდის და პედაგოგებს, ჯარს და პოლიციას ნაკლებად ეხება.

აბესაძე ხელისუფლების მხრიდან ხარჯების გამჭვირვალობას მოითხოვს და გაზრდილი ბიუროკრატიული თანხების სანაცვლოდ მთავრობას სოციალური პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს.

პრაიმტაიმი

comments