საქართველოს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის ბელგიური ნაგაზი, მეტსახელით „ბორისი“ ერთადერთია, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე ნარკოტიკული საშუალებების (მარიხუანა) ყველაზე დიდი ოდენობა 13-ჯერ აღმოაჩინა.

2014 წლიდან, „ბორისი“ კინოლოგ-ოფიცერ ომარ ქულიჩიშვილთან ერთად საქართველოს საბაჟო საზღვარს (საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილო“) 24 საათის განმავლობაში იცავს.

შემოსავლის სამსახურის კინოლოგიის ცენტრი 2014 წლის მაისში შეიქმნა. დღეისათვის კინოლოგიის სამსახურს 32 სამსახურეობრივი ძაღლი ჰყავს.
პრაიმტაიმი

comments