“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს” – ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა.

ქობულიამ მოხსენებისას სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე  გაამახვილა ყურადღება. მან სახელმწიფო კომპანიებში არსებულ კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა.

გიორგი ქუბულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურინი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ “შაბათის კურიერს” მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა

comments