ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური გრძელდება – თუმცა სხდომა კომისიის თავმჯდომარემ დასრულებულად გამოაცხადა  და მან დარბაზი დატოვა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება სხდომაზე ეჩვენებინათ ის მოპოვებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც ასახულია, რომ  კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდათ.

მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება ეს საკითხი განხილვაზე დამდგარიყო.

ასევე ოპოზიცია ითხოვდა კენჭისყრაზე დამდგარიყო მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა თავმჯდომარემ სხდომა ისე დაასრულა, რომ ოპოზციის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

comments