დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შპს „ნილთან“ დაკავშირებით სარჩელი შეაქვს. კომპანია „ნილი,“ რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით ამარაგებს, დაყადაღებულია.

არაერთი სკანდალის შემდეგ თბილისის მერიაში მხოლოდ გუშინ აღიარეს, რომ „ნილი“ დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდება და არ არის გამორიცხული ის სხვა კომპანიით ჩაანაცვლონ.

„ფინანსური პოლიცია იქნება თუ პროკურატურა იქნება უნდა დაინტერესდეს შედგენილი დოკუმენტაციით, ვინ არის 39 მილიონზე პასუხისმგებელი და ვინ არის სამართლებრივად პასუხისმგებელი , რომ 60 ათას ბავშვს არასრულფასოვნად და ცუდი საკვებით კვებავდნენ,“- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

alia.ge

comments