ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ზუგდიდში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება.

“არჩევნები გაიყიდა. ზუგდიდელებმა გაიმეტეს ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია – თავისუფლება.

მრცხვენია, მტკივა ეს უსამართლობა, ძალიან მტკივა.

გაყალბება არ ყოფილა, ლოჯისტიკა იყო უმაგრესი, დამკვირვებლებმა ყველა ხმა დაიცვეს.

დასკვნები ცივ გონებაზე გამოიტანეთ, პირდაპირ ეთერში ტეხავს…”, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

alia.ge

comments