უკრაინის პრეზიდენტმა რადა დაითხოვა. ამის შესახებ განცხადება, ვლადიმერ ზელენსკიმ, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ გააკეთა.

„დავითხოვ მერვე მოწვევის რადას! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონის შეცვლაც მოითხოვა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ რადას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ამ ორი დავალების შესასრულებლად პრეზიდენტმა 2-თვიანი ვადა დააწესა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა გეგმიურად იგი ოქტომბერში უნდა გამართულიყო. შესაბამისად, უკრაინის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტება შემოდგომამდეა მოსალოდნელი.

უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისის დროით 11 საათზე დაიწყო.

Read more at https://www.primetime.ge/news/1558339000-%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90#K5yehOOHl4Ip3fUB.99

comments