ერთი სი­ტყვით, ბოლო 25 წელ­ში პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში ე.წ. მთავ­რო­ბის და­სა­ცა­ვად, სპეც­რაზ­მი გა­მოჩ­ნდა… ვი­თა­რე­ბა 20 მა­ი­სი­დან და­ი­ძა­ბა, მას შემ­დეგ რაც, აფხა­ზე­თის ოპო­ზი­ცი­ამ უვა­დო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო „პარ­ლა­მენ­ტის“ შე­ნო­ბას­თან, რო­მელ­მაც მხა­რი არ და­უ­ჭი­რა მათ მო­თხოვ­ნას, „საპ­რე­ზი­დენ­ტო“ არ­ჩევ­ნე­ბის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მარ­თვის შე­სა­ხებ. აქ­ცი­ის გამო სო­ხუმ­ში, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან “სპეც­რაზ­მი” იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ინც მოხ­და.

პარ­ტია “ერ­თი­ა­ნი აფხა­ზე­თის” ლი­დე­რის სერ­გეი შამ­ბას თქმით, ხა­ჯიმ­ბას მთავ­რო­ბის ტყუ­ი­ლი ბჟა­ნი­ას ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის შე­სა­ხებ, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ გათ­ვა­ლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს სის­ხლში მძი­მე მე­ტა­ლე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ა­უ­ა­რე­სა, აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ზე კი სარ­კი­სე­ბუ­რი ასახ­ვა ჰპო­ვა…

ბჟა­ნი­ას შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მოძ­რა­ო­ბა “სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­სა­ცა­ვად” ლი­დე­რის თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბას თქმით, ბჟა­ნი­ას მო­გე­ბის შან­სი ჰქონ­და. ახლა კი, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ შეძ­ლებს. ამი­ტო­მაც, ის შე­მოდ­გო­მამ­დე უნდა გა­და­ი­ტა­ნონ….

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ას­ლან ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას “ექი­მე­ბის სა­ი­დუმ­ლოს” უწო­დებს და აცხა­დებს, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, “მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აქვთ”.

რაულ ხა­ჯიმ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დის შეც­ვლა­ზე უკვე უარი გა­ნა­ცხა­და, რა­მაც ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ძა­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, პა­სუ­ხად, ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს.

“გვი­ან მი­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტთან… 40 წუთი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი იმ და­პი­რის­პი­რე­ბებს, რაც პარ­ლა­მენ­ტთან ხდე­ბო­და… პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აფხა­ზე­თის უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში, ვნა­ხე რო­გორ დგა­ნან სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ნიღ­ბე­ბით სო­ხუმ­ში, ის ვინც თა­ვი­სი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­კე­ტი აიღო და ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა, ვე­რას­დროს კაცი ვერ გახ­დე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ ხალ­ხს ასე მხო­ლოდ ის მო­ექ­ცე­ვა, ვი­საც მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გია აქვს…

აფხაზ ხალ­ხს ჯო­ხით ვე­რა­ვინ შე­ა­ში­ნებს! მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში აფხა­ზებ­მა უამ­რა­ვი კა­ტას­ტრო­ფა გა­და­ი­ტა­ნეს. მე­ფის რუ­სე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ვის ხალ­ხს მო­ნე­ბი­ვით ექ­ცე­ო­და, ასე მო­ექ­ცა აფხა­ზებ­საც, რაც აჯან­ყე­ბით დას­რულ­და… ახლა კი, თა­ვად აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ისე, თით­ქოს არ იც­ნობს თა­ვის ხალ­ხს, ის, რა­საც ახლა ისი­ნი აკე­თე­ბენ, სხვა არა­ფე­რია თუ არა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია. ეს მა­შინ, რო­დე­საც, ქუ­ჩა­ში, ცი­ხე­სა და თა­ვად ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა. პო­ლი­ტი­კა­ში ისე­დაც გა­სა­გე­ბია რაც ხდე­ბა…

აფხა­ზი ერი ერთი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ერ­მა­ნე­თის “ჭა­მას” ვაგ­რძე­ლებთ. გუ­და­უ­თე­ლე­ბი, ოჩამ­ჩი­რე­ლე­ბი, ხა­ჯიმ­ბის­ტე­ბი და ბა­ღაფ­შის­ტე­ბი, მამა ბე­სა­რა­ი­ონ აპ­ლი­ა­სა და მამა დო­რო­თეი დბა­რის მომ­ხრე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ლა­მის ეშ­მა­კებს უწო­დე­ბენ და ამას ხალ­ხში ავ­რცე­ლე­ბენ. თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას აქ­ტი­უ­რად ვე­წე­ვით, არა­და, ამ ხე­ლოვ­ნუ­რი ბიძ­გე­ბის გა­რე­შე, გა­ნად­გუ­რე­ბა ისე­დაც გარ­და­უ­ვა­ლია…” – წერს სო­ხუ­მე­ლი თენ­გიზ აგრბა.

“მა­ინც მე­გო­ნა, რომ არ­ჩევ­ნებს გა­და­ი­ტან­დნენ… ეს და­ძა­ბუ­ლო­ბას მოხ­სნი­და და ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მას არა­ვინ მო­ი­თხოვ­და. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს­მის, რომ შე­მოდ­გო­მის­თვის ოპო­ზი­ცია ძა­ლას მო­იკ­რეფ­და და არ­ჩევ­ნებ­საც მო­ი­გებ­და. ამი­ტო­მაც გა­დად­გა მან ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯი. ახლა კი მას ცალ­სა­ხად წას­ვლა მო­უ­წევს!”- წერს ვა­ლენ­ტინ ვოლ­კო­გო­ნო­ვი abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

ამის ფონ­ზე რუ­სუ­ლი მე­დია წერს რომ, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის გამო, ტუ­რის­ტე­ბი აფხა­ზეთს ტო­ვე­ბენ, მათ კი ვი­საც და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­დათ ბი­ლე­თე­ბი, ჯავ­შანს აუქ­მე­ბენ.აფხა­ზე­თის ე.წ. ტუ­რიზ­მის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ის მღელ­ვა­რე­ბა, რაც „რეს­პუბ­ლი­კა­შია“, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ტუ­რის­ტულ ნა­კად­ზე. თუმ­ცა, მისი თქმით, არი­ან ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად და­დი­ან აფხა­ზეთ­ში და იცი­ან, რომ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლებს ეხე­ბა

comments