საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს, როდესაც კაკაბაძე-კვარაცხელიას კომბინაციის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ვაკო გვილიამ მიიღო და სტუმრების კარი ძლიერი დარტყმით აიღო.

ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოო ჯამში, პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 მოიგეს.

59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან სწორედ გვილიას პასი მიიღო და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.

77-ე წუთზე გიბრალტარის კარში 11 მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებით დარტყმა ვატო არველაძემ შეასრულა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 3:0. საბოლოოდ, მატჩი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

თამაშის შემდეგ ვატო არველაძემ განაცხადა,რომ გოლი მთელ საქართველოსა და იუბილარ შეყვარებულს მიუძღვნა,

comments