თუ ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად, მაგრამ თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ შესაცვლელია, ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, არჩევნებზე მოვა და პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა. მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, სოლოლაკისა და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურია. საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ერთმანეთს ლადო კახაძე (მმართველი გუნდი) და შალვა შავგულიძე (ოპოზიცია) უპირისპირდებიან.

Read more at https://primetime.ge/news/1560067117-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94#eEYUfGQjVbA4X8A6.99

comments