შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის N902 განკარგულების საფუძველზე  გამოცხადდა ბაზრის კვლევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ოქტომბერის, დავითიანის, დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ოქტომბერის, დავითიანის და დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების ბაზრის კვლევის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა 9 (ცხრა) კომპანიას,  მათგან 8 (რვა) კომპანიამ წარმოადგინა შეთავაზება, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ბაზრის კვლევის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა 5 (ხუთი) კომპანიას, აქედან ხუთივე კომპანიის მიერ იქნა წარმოდგენილი შეთავაზებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანია შეირჩა ყველაზე დაბალი ფასის წარდგენის პრინციპით. შედეგად, კონტრაქტი გაფორმდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების ვადა შეადგენს 125 (ას ოცდახუთი) დღეს. სამუშაოები სრულდება 2019 წლის 12 სექტემბერს, სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირდება 740 (შვიდას ორმოცი) აბონენტი, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების ვადა შეადგენს 210 (ორას ათი) დღეს, სამუშაოები სრულდება 2019 წლის 12 დეკემბერს, სამუშაოების დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე გაზიფიცირდება დაბა ჩხოროწყუს ჯამში 1 609 (ათას ექვსას ცხრა) აბონენტი, ხოლო მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმის შესაბამისად გაზიფიცირდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დამატებით 10578  (ათი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი) და ხობის მუნიციპალიტეტი 1646 (ათას ექვსას ორმოცდაექვსი) აბონენტი.

საქართველოს რეგიონების, მათ შორის, ისეთი მუნიციპალიტეტების გაზიფიცირება, სადაც ისტორიულად გაზი არასდროს ყოფილა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მომზადდა სამწლიანი გეგმა, რომლის შედეგადაც მოსახლეობის 85% – ს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლობს ბუნებრივი გაზით. ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გეგმის შესრულება მოითხოვს სამშენებლო სამუშაოების დაჩქარებული ტემპებით განხორციელებას. შედეგად,  ოქტომბერის, დავითიანის, დიდი ნეძის კახათის და დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობას შესაძლო უახლოეს პერიოდში მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ ბუნებრივი გაზით.

მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა ეკონომიკური კეთილდღეობა თითოეულ მოსახლეზე დროულად აისახოს.

 

comments