დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ  ლგბტქ თემი პრაიდის გამართვის თაობაზე შსს-ს გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფრო იცის რისკების განსაზღვრა, ეს მათი პრეროგატივაა. შესაბამისად, უნდა დავეყრდნოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას,- განაცხადა კალაძემ.

შსს-მ ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

დღეს ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმაც გამართეს და განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

 

comments