მამამ ავტომობილის საბურავით მცირეწლოვან შვილს გადაუარა. ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მოხდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა. იქ იმყოფება ოჯახიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობა.

მომხდარზე რა მუხლით დაიწყო გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

comments