„ძვირფასო ლევან, მოგმართავ ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ახალი ლევანი ახლოს არც მინახავს, აი რომელსაც ახლა ვიდეოში ვუსმენ. გუშინ ვცდილობდი შენამდე მოსვლას, მაგრამ პოლიციელებმა არ მომიშვეს. შენს უსაფრთხოებას ვიცავთ და არ შეგიშვებთო, ვარწმუნებდი რომ ჩემი მეგობარი ხარ და არ მელის მანდ საფრთხე.
მე რომ ვიცნობ და მიყვარს, იმ ლევანისგან და მისი მეგობრებისგან ნამდვილად არ მელის. იმ ლევანისგან მხოლოდ სიყვარული, თანადგომა, მეგობრობა მახსოვს მე.
ვფიქრობ, ამ ერთი კვირის მანძილზე, მაინც შევხვდებით. მეც იქ ვიქნები სადაც ჩემი მგობრები იდგებიან, დავიცავ მათი გამოხატვის თავისუფლებას და ვიქნები მათ მხარეს. როცა წალეკვის და განადგურების ბრძანებას გასცემ, იქ ადგილზე, თორემ აქ უკვე გაეცი, გახსოვდეს რომ იქ შენი წინა ცხოვრების მეგობრები დგანან და მათი განადგურების ბრძანება გაეცი.
არა უშავს, მოხუცებულობაში მემუარებს რომ დაწერ იქ ერთი თავი იქნება: როგორ წავლეკე და გავანადგურე ჩემი მეგობარი, რომელმაც ტაძარში თავის ხელით მიმიყვანა და როგორ მოვკალი ჩემში წარსული!“ წერს ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

comments