ეს სტატიაც იყოს აქ და მე მოვრჩი,მერე რომ არ თქვათ არ ვიცოდით ვინ იყო და ასე შემდეგოო! ვიდრე ქართულ საზოგადოებას თავის ,,სიბრძნეს’‘ შვილი ვასაძე მოახვევდა, ხალხს მამა ვასაძე ,,აზომბებდა’‘ _ როგორც უფროსი თაობის თბილისელები და თვითმხილველები ამბობენ, შიო ვასაძე, რომელიც ახლა ერთ-ერთი მაღალი მღვდელმთავარია, ურინოთერაპიით ყოფილა გატაცებული. ურინოთერაპია კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ შარდით მკურნალობაა ანუ რაინდ ვასაძის მამა ხალხს შარდს ასმევდა! ვერ გეტყვით, უფროსმა ვასაძემ შარდით ვინმე განკურნა თუ არა, მაგრამ ბოროტი ენები ამტკიცებენ, ვასაძეების ,,შარდის ბიზნესის’‘ მთავარი ოფისი პუშკინის სკევრი იყოო, ესე იგი, შარდის დაგემოვნების მსურველები ექიმბაშ შიოს, თურმე, პუშკინის სკვერში ხვდებოდნენ. გამოხდა ხანი და ექიმბაშმა თავშესაფარი ეკლესიის წიაღში ჰპოვა, თუმცა, როგორც ირკვევა, ფულის კეთების ანუ ბიზნესისთვის თავი არ დაუნებებია და წყალ ,,სნოს’‘ წარმოებას ხელმძღვანელობს. სხვადასხვა წყაროს თქმით, შპს, რომელიც ,,სნოს’‘ ასხამს, საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლებულია. მაშასადამე, ,,სნო’‘ ასი პროცენტით მოგებაზე მუშაობს და ეს მოგება ერისა და მშიერმუცელა ხალხის სვე-ბედზე მაფიქრალ ლევან ვასაძის ბიზნესს ,,ერთ-ორ კაპიკს’‘ მატებს. ისე, პატივცემულ რაინდს, რომელიც მიიჩნევს, რომ მინიმუმ, თანამედროვე ილია ჭავჭავაძეა და ხალხს ჭკუა უნდა დაარიგოს, ცოტა ,,ბურატინოობისკენ’‘ აქვს მიდრეკილება. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მიანიშნა, მართლმორწმუნე ქრისტიანს პლასტიკური ბარათი არ უნდა ჰქონდესო. აბა, მამაძაღლი, მილიარდერი კაცი ფულს მუთაქებში ინახავ? თუ, რადგან ლევანი ხარ, ვასაძე და ხალხისთვის თავბრუსდახვევას ჩოხითა თუ სხვა ეროვნული ატრიბუტით ცდილობ, პლასტიკური ბარათი შენ უნდა გქონდეს და სხვას არა? ეს რაინდი, ალბათ, ე.წ. აიდი- ბარათის ფარული მოწინააღმდეგეცაა, მაგრამ მამაცხონებულო, თავს რომ იწონებ, აშშში ვსწავლობდი, ვშრომობდი და ახლაც, ერთ-ერთ ამერიკულ სასწავლებელში სტუმარი ლექტორის სტატუსით ჩავდივარ ხოლმეო, წითელი საბჭოთა პასპორტით სარგებლობ? სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ რაინდმა ვასაძემ ერთი პიარსვლა გააკეთა: რაღაც ლექსი დაუწერია _ ,,ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ!’‘, რომელიც სოციალურ ქსელში ,,შეაგდო’‘ და სანახაობის მოყვარულ ხალხსაც მეტი რა უნდოდა, ისინიც კი, ვისაც პოეზიისა არაფერი გაეგება, რაინდის შემოქმედების ფანები გახდნენ. მოკლედ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა მიზანი საშუალებას ამართლებს.

წერს: ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში და აქვეყნებს წლების წინ გამოქვეყნებულ სტატიას პორტალ .versia.ge-ზე

comments