20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებულებიდან ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება. ორივეს დაკარგული აქვს მხედველობა. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, კლინიკებში რჩება 23 ადამიანი.

პაციენტებს შორის არის ორი პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. დარბევისას სულ 250-მდე ადამიანი დაშავდა.

„ამ დროისთვის იმყოფება 23 პაციენტი სხვადასხვა სტაციონარში. უმრავლესობა, მათ შორის მიდის ახლა საბოლოო გამოკვლევები და, სავარაუდოდ, ემზადებიან გასაწერად დღეს და ხვალ. რჩება ორი პაციენტი მძიმე, რომელიც სტაბილურად მძიმედ არის. რაზეც მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ სხვადასხვა კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნაში. გარდა იმ ორი შემთხვევისა, ყველა შემთხვევაში თვალის პრობლემა მოხსნილი გვაქვს,“ -განაცხადა ზაზა ბოხუამ.

comments