„სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები – ეს არის რეალობა,”- ეს განცხადება, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სესიის დარბაზში გააკეთა.
 “შეგიძლია გადაეფაროთ (გახარიას), მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება და გაგცემთ პასუხს. მე მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს და ყველა ფრაზები და გამოსვლები, რასაც ვისმენ მიმაჩნია დემაგოგიად.
 „ნაციონალების” ფაქტორით ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა,”-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
  მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დაუპირისპირდა. გედევან ფოფხაძემ წილოსანს მიმართა: „შენი სასწავლებელი რომ გამიხდა ნინო ჭკუა ვისზე როგორ ვილაპარაკო, ეს არის დიდი უბედურება. რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას ვიტყვი”.
     გედევან ფოფხაძის მწვავე განცხადებას საპარლამენტო დარბაზში ისევ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
comments