ალექსეი ნავალნი კვლავ ციხეშია. რუს ოპოზიციონერს მოსკოვის სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად კვლავ დემონსტრაციაში მონაწილეობა და შესაბამისი კანონის დარღვევა ედება.

ნავალნი იმ 500 კაცს შორის იმყოფებოდა, რომლებიც ჟურნალისტ ივან გოლუნოვისმხარდამჭერი აქციის დროს დააპატიმრეს. დემონსტრანტები მაშინ გოლუნოვისდაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვდნენ.

ბოლო წლებში გავლენიანი რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებისთვის არაერთხელ დააპატიმრეს. სტრასბურგის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

comments