რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ  სისხლის სამართლის საქმის შესაძლო აღძვრასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო.

“დიდი პატივი იქნებოდა ასეთებისთვის რაიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გააგრძელოს მაუწყებლობა”,- განაცხადა პუტინმა “რია ნოვოსტის” ინფორმაციით.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება უნდა მოხდეს და მან პასუხი რუსული კანონმდებლობის მიხედვით აგოს.

“ეს მოსაზრება ისმოდა სახელმწიფო დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველა მივედით აზრამდე, რომ საჭიროა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც მოიქცა შეუფერებლად, დაამცირა სახელმწიფოს მეთაური. საჭიროა მისი ექსტრადირება, რომ ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს მისი პასუხისმგებლობის საკითხი რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, შემდეგ კი გადაწყვეტონ, სად მოიხდის სასჯელს – საქართველოს თუ რუსეთის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ვოლოდინმა.

comments