„არანაირი ბოდიში არც რუსეთს და არც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი სხვა ქვეყნების დელეგაციებს საქართველოსგან არ მიუღიათ“, – განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ და რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დუმის დეპუტატმა აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს.

გავრილოვის თქმით, „როგორც ჩანს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო მანიპულაციისთვის“.

http://alia.ge/

 

comments